Feb 24, 2016

ერიკის ამბები და სხვა :)

ვკითხულობ ხოლმე  სოფის და მის მზეჭაბუკების ამბებს და ვფიქრობ რა მალე იზრდებიან სხვისი ბავშვები. მერე ერიკს შევხედავ ხოლმე და ვფიქრობ - საკუთარი შვილიც არა ნაკლები სისწრაფით იზრდება. :)

ერიკი უკვე დიდი ბიჭია /15 თვის/, თუმცა მისი ინტერეები თითქმის იგივეა რაც ადრე - კოპიუტერები, კლავიატურა, ელექტრო მოწყობილობები. ასევე აღმოაჩინა რომ სამზარეულოს კარადაში არის ფქვილი, ფქვილში კიდევ პლასტმასის კოვზი. შესაბამისად მონდომებას არ იშურებს რომ სამზარეულო და თავისი თავი თეთრად გაალამაზოს. ჩვენ სად ვართ ამ დროს?! სად და სახლში - ჩვენც მოგვწონს ერიკის გალამაზებული სამზარეულო. სერიოზულად კი, ვფიქრობთ ფქვილთან თამაში კარგი სენსორული ინფორმაციაა მისი ხელებისათვის და ტვინისათვის, შესაბამისად არ ვუშლით. მითუმეტეს რომ მალე ბეზრდება ხოლმე ასეთი რაღაცეები.

ისევე როგორც ყველა ბავსშვს ერიკს ძალიან უყვარს გარეთ ყოფნა. მიუხედავად იმისა რომ დამოუკიდებლად სიარული უპრობლემოდ შეუძლია, მომკიდებს ხოლმე ხელს და დავყავარ აქეთ იქით. ამ დროს სულ მეფიქრება - მე დამყავს ერიკი სასეირნოდ თუ ერიკს მე? ასეა თუ ისეა,  ჩვენი მიზანია დღეში მინიმუმ 2 ჯერ გასვლა ასევე მინიმუმ 2 საათით. ჯერ ჯერობით ვასრულებთ ამ გეგმას. თოვლი და ციგაც მისი ფავორიტია. ციგას რომ ხედას ზედ ჯდება და ფეხის განძრევა არ უნდა :).ხანდახან ციგაში ჩამოეძიენება ხოლმე :)

დაახლობით ერთი თვეა რაც ერიკი ბაღში მივიდა. ჯერ ჯერობით მხოლოდ ოთხი საათი ვტოვებთ კვირაში სამი დღე, მაგრამ მომავალი კვირიდან სამსახურში გავდივარ და უკვე კვირაში 5 საათი დარჩება ბაღზე მერე ცალკე დავწერ პოსტსა. სამწუხაროდ დაიწყო ბაღში დარჩენაზე ტირილი, არადა ისე კარგად იქცეოდა. ისეთი საყვარელი ბავშვები ყავს ჯგუფსი რომ მივდივარ, მზად ვარ ისინიც წამოვიყვანო ხოლმე სახლში.

ხოდა, ასე. იმედია დავუბრუნდები იმედია პოსტვას.

Jan 15, 2016

დაბადების დღე

ცხრა წლის წინ, კერძოდ კი 2007 წლის იანვარში დავიწყე ამ ბლოგის წერა.
ხრა წელი დიდი დროა
მას სემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის პოსტების შინაარსი. ერთი რამ რაც არ შეცვლილა ჩემს მიერ უამრავი გრამატიკული შეცდომაა... თუმცა... არ მადარდებს.

ამ ბლოგს აქხსოვს დიდების დღეები, დღეები როცა ტორტს ვაცხობდი ბლოგისათვის რეკორდული მნახველების გამო, და ასევე ახსოვს ჩავარდნის დღეებიიიი, ან თვეები..ისეთი როგორიც ახლააა.

დიდი ხანია არ შემოვსულვარ და არ დამიწერია პოსტი, იმიტომ არა რომ სათქმელი არ მაქვს... არამედ იმიტომ რომ ბევრი დაგროვდა.

ვულოცავ ბლოგს დაბადების დღეს და ვუსურვებ დაბრუნებოდეს ისევ "ჟრიამულის" დღეები :)

Jul 18, 2015

ერიკი და კომპიუტერი

ბავშვებს უყვართ ტექნიკა, ეს დავასკვნი ჩემი და სხვისი შვილების მაგალითზე.

თან ტექნიკა უნდა მუშაობდეს. მაგალითად ერიკს აკვს თავისი  კომპიუტერის თაგუნა და კლავიატურა, სათამაშოდ რათქმაუდა, მაგრამ ჩემი კომპიუტერის კლავიატურა და თაგუნა მაინც ურჩევნია. არ ვიცი რაიმე კავშირს თუ ხედავს კლავიატურაზე ხელის რტყმევისა და ეკრანზე მიმდინარე პროცესებს შორის, მაგრამ ფაქტია რომ ჩემსას მაგრად "ემტერება".

ერიკი უკვე "დიდი " ბიჭია, 8 თვისაა. ფოფხავს, ფოფხავს, ფოფხავს და ფოფხავს შეუჩერებლივ. ცდილობს ადგმას მაგრამ ჯერ კარგად არ გამოსდის. ფოფხვა ისწავლა ჩემი კომპიუტერის დახმარებით. როცა ჩემებს ველაპარაკებოდი, კომპიუტერი იატაკზე მიდო ხოლმე. ერიკს კი უყვარს კომპიუტერი, შესაბამისად ცდილობდა მისკენ როგორღაც მისვლას. ხოდა ერთ მშვენიერ დღესაც მიცოცდა, სკაიპი გათიშა და გამარჯვებული სახით შემომხედა :). ფოფხვის სწავლაში არა ნაკლები წვლილი შეიტანა გაზონმა :). ეზოში გაშლილ ადიალაზე როცა იჯდა, ცდილობდა როგორღაც ბალახისკენ მისულიყო რომ შემდეგ მოეგლიჯა. 

ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა რომ ცოტა აზრზე მოსვლა გამიჭირდა, მითუმეტეს რომ ორშაბათიდან სამსახურში გავდივარ და ერიკი მამასთან რჩება 6 კვირით. იდეაში 6 კვირა დიდი არაფერია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა სახიფათო ბავშვი გახდა, მაშინ ცოტა მეშინია ხოლმე. ბევრი ფიქრის შემდეგ მანეჟიც კი ვიყიდეთ. ატილას თუ არ ეცლება ჩასვავს შიგნით და იმის მაინც არ შეგვეშინდბა რომ რამეს გადაღღრნის (კაბელების დიდი ნაწილი საიმედოდაა მოთავსებული დამცველებში, მაგრამ არასდროს იცი ეს ბავშვი რას გამონახავს). ადგომას თუ შესძლებს და დაეცემა, თავსაც შედარებით მსუბუქად დრტყავს ვიდრე მუხის იატაკზე დაარტყავდა. ნელ-ნელა დავიწყეთ უკვე სახის ადაპტაცია.

კიდევ რა, ერიკს სამი კბილი ამოუვიდა და თავი კაცი ჰგონია :) ყველაფერს კბენს და ცდილობს გადაღრნას, ნადვილი საჭმლების ჭამაც დაიწყო მაგრამ ცოტა პრეტენზიული ბავშვია :).

Jun 29, 2015

მიჭირს დაჯერება

მიჭირს დაჯერება რომ ბებიაჩემი ცოცხალი აღარაა... იმდენად მიჭირს რომ ყველაფერი მტკივდება.

დილას ავდგები ხოლმე, კარგ ხასიათზე.. მგონია რომ ის რაც მოხდა არ იყო რეალობა.. მერე მახსენდება ყველაფერი და ვიწყენ. მთელი დღის განმავლობაში ხან რას ვაკეთებ ხან რას, ვცდილობ რომ უსაქმურად ერთი წუთი არ გავჩერდე, ბაღში ერთ სანტიმეტრიან ლოკოკინებსაც კი დავუწყე დევნა ოღონდაც უსაქმურად არ ვიყო და გული გადავაყოლო რამეს... აი საღამოს კი ყველაფერი რომ მიჩუმდება, ერიკიც დაიძინებს უკვე ძალიან მიძნელდება. ვტირივარ, ვტირივარ და ვტირივარ.. მერე ვმშივდდები თითქოს, მერე ისევ მახსენდება რომ მომავალ წელს სახლში რომ ჩავალ ბებიაჩემი სახლში აღარ დამხვდება  და ისევ ვტირივარ.

მოეხვიეთ და ბევრი ელაპარაკეთ თქვენს ბებიებს სანამ ცოცხლები არიან. 

Jun 25, 2015

მძმე დღეები გვიდგას


მიუხედავად იმისა რომ ჩემი გამზრდელი ბებო 83 წლის იყო, და მიუხედავად იმისა რომ ხანდახან მაინც ავადმყოფობდა - ფეხს და წელს იტკივებდა, უცაბედად გარდაგვეცვალა. მეზობელს წამალი უნდა მიეცა და დილას თავის სახლში უპოვია იატაკზე დაცემული.

ძალიან ძნელია, ბებიაჩემის გარდაცვალებით თითქოს რაღაც დიდი დამთავრდა ჩემ ცხოვრებაში.

gასულ ზაფხულს საქართველოში რომ ვიყავი, ბებიაჩემს ძალიან ხშირად ვესტუმრე. ყოველ წამოსვლაზე ისე რაღაცნაირად იყურბოდა, ასე მეგონა რომ ბოლოჯერ ვხედავდი... ხოდა ჩემ დასთან რამდენი დღეც ვიყავით, ბებიაჩემს თითქმის ყოველ დღე ვსტუმრობდით. თბილისში წამოსვლის დრო რომ დადგა და ბებიაჩემს შევხედე დარწმუნებული ვყავი რომ ბლოჯერ ვნახე.... მაგრამ მაშინ ორუსლად ვიავი და ჩემი აკვიატება ჰორმონებს დავაბრალე.

ბოლოს ბებიას სკაიპიტ ველაპარაკე გასულ შაბათს, ბიძაჩემთან იყო სტუმრად. ვიდეოთი რომ დამენახა არ მომეწონა. აი ასე ძალიან პირველად არ მომეწონა. ჩამქრალი იყო.... ჩემ ბიძაშვილს მივწერე არ მომწონს ნაზითქო... მასაც ვუთხარი არ მომწონხართქო. ლაპარაკისას კი ბევრი ვიცინეთ. ერიკი კოტრიალობდა იატაკზე, ჩხაოდა თოლიასავით და ბებიაჩემიც იღიმოდა და ელაპარაკებოდა. მერე თქვა რომ დავიღალე წავალ ახლაო... ასეთი რამ ადრე არასდროს უთქვია... ჩემი ეჭვიც რომ ბებიის დღეები დათვლილი იყო გაძლიერდა... მაგრამ მე ისევ გავაპრავე ჩემი ინტუიცია და ვიფიქრე რომ ასე დაღლილი სიცხის გამო იყო და ჩემი ასეთი რეაქციაც ისევ და ისევ ჰორმონების ბრალი იყო... მეძუძური დედა მაინც.

კვირას ბებიაჩემი სოფელში წაიყვანეს, ატეხილი იყო წამიყვანეთო. იმ დღეს რაღაც საშინლად მინდოდა ჩემ დასთან ყოფნა. აი ფიზიკურად ვგრძნობდი როგორ მინდოდა იქ ყოფნა, არადა დამიჯერეთ ნოსტალგიური განცდები ჩემგან ისე შორსაა როგორც შვედეთი და ჩინეთი, შეიძლება კიდევ უფრო შორს. მე და ჩემი ქმარი ვლაპარაკობდით, რა უნდა მექნეა ბებიაჩემს რამე თუ დაემართებოდა... სხვადასვა ვარიანტები განვიხილეთ, გარდაცვალების დროც სხვადასხვა იყო.. ბოლოს მაზე შევთანხმდით რომ ბებიაჩემი კიდევ იცოცხლდება...

ორშაბათს გამეღვიძა ფიქრით რომ სოფელში უნდა დამერეკა ბებიაჩემთან.. მთელი დღე დავდიოდი და ვფიქრობდი რომ უნდა დამერეკა... მერე ჩემი და დავინახე სკაიპში ასე სამი საათისკენ, გამიკვირდა და მას დავურეკე. ჩემმა დისშვილმა მითხრა ნაზი გარდაიცვალაო... შოკო იყო.

მას შემდეგ ყოველ დილას რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ რომ ბებიაჩემისგარდაცვალება სიზმარივa... სულ ტყუილად. სოფი წერდა ერთხელ თვალწასულ კალგოტკაზე უჯრაში ჩავდე, ვლოცულობდი რომ გამთელებულიყოვო... რაღაც ეგეთ, რეალობის უარყოფასთან მაქვს საქმე.

თან ვერც წავედი....



May 11, 2015

ეზოს ტიტები :)









დაიწყეს ნელ ნელა ყვავილობა. ორი  სახეობა ჯერ კიდევ კვირტშია, არ გაუყვავილია. ოთხმა კი უკვე მაჩვენა სახე :)